ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლა

ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლა

მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლა, - ასე შეაფასა ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში.

აბაშიძის განცხადებით, მარგველაშვილმა დღეს ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ,,თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვილის საკითხზეც.

,,ძირითადად იმ აქცენტებზე გამახვილდა ყურადღება რაც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. Pპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ,,თავისუფლაი დემოკრატების" გადასვლით ოპოზიციაში, პოლიტიკური ვითარება შეიცვლა ქვეყანში.

დეკლარირება იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, არ არის საკმარისი. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული საქმეები ხელისუფლებისა და მთავრობის მხრიდან. ჩვენ ამას სერიოზულად დავაკვირდებით და არავითარ შემთხვევაში არ დავინდობთ მთავრობას არასწორი საქმის გაკეთებაში. ინსტიტუტების სიძლიერეზე როცა საუბრობდა პრეზიდენტი, სწორედ იმას გულისხმობდა, რომ არ შეიძლება დაშინებული გყავდეს ვინმე. სწორედ ეს არის მისი თანხვედრი გზავნილები საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ იმ ცხრა წელზე, რომელიც ჩემთვის უკვე წარსულია, არამედ ბოლო ორ წელიწადზე, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ", -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.