პრეზიდენტმა პარლამენტს შენიშვნა მისცა

პრეზიდენტმა პარლამენტს შენიშვნა მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში საინტერესო იყო, თუმცა მოთხოვნასთან მიმართებაში აცდენილი.

როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხდა, ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებაში, პრეზიდენტის განცხადებები, რეორგანიზაციის საკითხებთან და კადრების შემცირებასთან არაფერ შუაში იყო.

,,პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან კრიტიკული და მოთხოვნის საფუძველთან აცდენილი. პრეზიდენტის გამოსვლა შეეხებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს, რომელზეც ის ზოგადად, თებერვალში ანგარიშის გამოსვლის დროს საუბრობს. მან შენიშვნა მისცა პარლამენტს და თქვა, რომ საპარლამენტო კონტროლი სუსტია. ასევე მთავრობასთან მიმართებაში ნათქვამი იყო, რომ ორი ბატონის მსახურება არ შეიძლება. ბევრ საკითხში იყო საინტერესო და ბევრშიც სწორი", - განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს მოხსენებით მიმართა.