საპარლამენტო უმცირესობა მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს

საპარლამენტო უმცირესობა მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს

საპარლამენტო უმცირესობა მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბროს.

როგორც უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მათ პრეზიდენტთან შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, ამიტომ მზად არიან ქვეყნის პირველ პირს ნებისმიერ დროს შეხვდნენ თუკი პრეზიდენტს სურვილი ექნება.

,,პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განაცხდა, რომ ის პარლამენტში მოვიდა არა ერთ პოლიტიკურ ძალასთან, არამედ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი ჰქვია.მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ ბლოკირება მოახდინა უმცირესობის მოთხოვნის და გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მისი წარმომადგენელი გამოსულიყო სიტყვით. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება დავით უსუფაშვილის და უმრავლესობის მხრიდან. ამიტომ დავტოვეთ ჩვენ სხდომა. მივმართავთ პრეზიდენტს, თუ მას აქვს სურვილი ჩვენთან შეხვედრის, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ განვიხილავთ ამ შესაძლებლობას", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზადაა შეხვდეს საპარლამენტო უმცირესობას, თუკი მათ შეხვედრის სურვილი ექნებათ.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უმცირესობისთვის პრეზიდენტის კარი ყოველთვის ღიაა, რადგან პარტიათა სიძლიერე მისთვის მნიშვნელოვანია.

,,თუ ოპოზიციას ჩემთან საუბარი უნდა, პრეზიდენტის კარი ღია არის მათთან სასაუბროდ. მე ყველა პოლიტიკურ პარტიას ვხვდები, რადგან პარტიათა სიძლიერე მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა