ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა სერიოზული პრობლემაა

ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა სერიოზული პრობლემაა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტს სწორი ხედვის მიუხედავად, ნაკლებად შესაძლებელია, მისი შენიშვნები უმრავლესობამ და მთავრობამ გაითვალისწინონ.

"პრეზიდენტის გამოსვლაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და სწორი გახლდათ ფორმულირება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა ემსახურებოდეს პიროვნებებს, რაც დღევანდელ საქართველოში პრობლემაა. მე ვეთანხმები პრეზიდენტის დამოკიდებულებას, რომ დღეს საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა გახლავთ სერიოზული პრობლემა და უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომელითაც პროკურატურა გაკონტროლდება პარლამენტისა და საზოგადოების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მესიჯი იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონდეს შეუზღუდავი უფლებები და უნდა მოხდეს მისი დემოკრატიზაცია და მათ შორის მოსმენების შეზღუდვების მხრიდანაც. მაგრამ ამ დამოკიდებულების პირობებში მე არ ველოდები უმრავლეოსობისა და მთავრობის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.