სოფლის მეურნეობის სამინისტრო მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებას განახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებას განახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო.

მანდარინის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2015 წლის 1 თებერვლამდე, სამრეწველო გადამუშავების მიზნით,  ფიზიკური პირებისგან 1 კგ.  მანდარინს  შეისყიდიან არანაკლებ 0.20 ლარად, გაიცემა სუბსიდია - 1 კგ  მანდარინზე - 0.10 ლარის ოდენობით.

მანდარინის რეალიზაციის  ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინსიტროს  წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს სამრეწველო გადამუშავების მანდარინის ჩაბარების პროცესს, დაიცავს წესრიგს და უსაფრთხოებას. 

პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილია 2 მილიონი ლარი.

არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელმშეწყობი ღონისძიება 2015 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.