მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომლითაც C ჰეპატიტის დავადება პრაქტიკულად აღმოიფხვრება

მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომლითაც C ჰეპატიტის დავადება პრაქტიკულად აღმოიფხვრება

საქართველოში მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომლითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრება C ჰეპატიტის დაავადება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით სერგეენკომ პრემიერს შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზტის შედეგები გააცნო.

"მინდა სასიამოვნო ინფორმაცია გავაცნო მოსახლეობას. ბატონი დავით სერგეენკო რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან, სადაც მას ჰქონდა ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები. მინდა ვაცნობო მოსახლეობას, რომ საქართველოში მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომლითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრება C ჰეპატიტის დავადება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და პირადად ბატონი სერგეენკოს, ვინაიდან, ის რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკული მხარის მოტივაცია იყო ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ გაატარა ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის C ჰეპატიტის მკურნალობის პრიგრამა და საყოველთაო ჯადაცვის პროგრამა.

"ეს არის მოსალოცი ამბავი, იმიტომ რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში არ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი, რომელიც დაავადებულია C ჰეპატიტით. ამის მიღწევა სრულიად რეალურია", - განაცხადა პრემიერმა.

უფრო დეტალურად, თუ რა შეთახნხმება იქნა მიღწეული, დავით სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროში 14:00 საათზე დანიშნულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.