ქვეტექსტები არ ყოფილა, ბიბლია როცა იწერებოდა, მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო

ქვეტექსტები არ ყოფილა, ბიბლია როცა იწერებოდა, მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო

პრეზიდენტის თქმით, ის ,,ორი ბატონის მსახურებაში" ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს არ გულისხმობდა. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა , მას საუბარი მხოლოდ პრინციპზე ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში იყო.

,,ეს ციტატაა ბიბლიიდან. შესაბამისად, იქედან წამოსულია. ქვეტექსტები არ ყოფილა. ბიბლია როცა იწერებოდა, მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო. არ შეიძლება ერთდროულად გზაზე მიდიოდე და ხედვებს სხვანაირად ახორციელებდე. სააკაშვილის მაგალითიც მოვიყვანე, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა, მაგრამ არა ევროპული სტანდარტებით", - განაცხდა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

"ერთი რამ ნათელია- ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე.

"ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის. გავიხსენოთ, სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა დასავლურობაზე, მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს.