ირაკლი ალასანია სერ გარი ჯონსონს შეხვდა

ირაკლი ალასანია სერ გარი ჯონსონს შეხვდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო საფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ და სერ გარი ჯონსონმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მათ ყურადღება რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს და არსებული პრობლემატიკა მიმოიხილეს.

შეხვედრას ირაკლი ალასანიასთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილი და დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ. "ირაკლი ალასანიამ გენერალ გარი ჯონსონს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" სამომავლო გეგმებიც გააცნო. შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც პოლიტიკურ სივრცეში განახორციელებს პარტია "თავისუფალი დემოკრატები", – განმარტავენ პარტიაში.