პრეზიდენტი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი, მათ შორის, დებატების ფორმატით წარსდგეს

პრეზიდენტი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი, მათ შორის, დებატების ფორმატით წარსდგეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი, მათ შორის, დებატების ფორმატით წარსდგეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადეს.

"პრეზიდენტი თანახმაა, ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს პარლამენტის წინაშე, მათ შორის, თანახმაა დებატებზეც, თუმცა ეს ფორმატი, რომლითაც მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვაა გათვალისწინებული, შემოთავაზებული იყო პარლამენტის მხრიდან", - განაცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გარეშე წარიმართება. დებატების გამართვის საკითხი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა, თუმცა უმრავლესობამ ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა.

"ამ თემაზე პოზიციები მოვისმინეთ, გადაწყვეტილება ბიურომ მიიღო განსჯის შედეგად. პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მიმართოს პარლამენტს, მიმართოს და არა -  ანგარიში ჩაააროს. მოვუსმინოთ, გავიგოთ რას გვეტყვის და მერე ვაგრძელებთ ცხოვრებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში 14 ნოემბერს ელოდებიან.