სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ ინიციატივით მსჯავრდებულებმა ფიჭვის 30 ნერგი დარგეს.
გამწვანების აქცია სანერგე მეურნეობის შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სწორედ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. გარდა ამისა, ცენტრის მხარდაჭერით მე-17 დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის ამჟამად ხატვის, მინანქარისა და მეხილეობა-მევენახეობის სასწავლო პროგრამები მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამწვანების აქცია პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდის, „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, გამწვანების აქციები სხვა დაწესებულებებშიც განხორციელდება.