გურჯაანის პოლიცია ერთ-ერთ სოფელში მე-7 კლასელი გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტს სწავლობს

გურჯაანის პოლიცია ერთ-ერთ სოფელში მე-7 კლასელი გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტს სწავლობს

გავრცელებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელ გოგონას მერვეკლასელი ბიჭები 2 თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი გოგონას ფოტოებს უღებდნენ, რითიც შემდეგ მას აშანტაჟებდნენ.

მომხდარი ფაქტი ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაახმაურა.

გოგონას ოჯახი და ნათესავები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ფაქტს არც სკოლის დირექტორი ადასტურებს.

დირექტორის თქმით, შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გოგონა და მისი ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან.

სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტის დეტალები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.