მთავრობაში არ არის არც ერთი მინისტრი, რომელიც პროდასავლურ კურსთანაა ასოცირებული

მთავრობაში არ არის არც ერთი მინისტრი, რომელიც პროდასავლურ კურსთანაა ასოცირებული

მთავრობაში არ არის არც ერთი მინისტრი, რომელიც ასოცირებულია პროდასავლურ კურსთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა , სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და უპირისპირდება პროევროპულ ძალებს,

"მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ევროატლანტიკური ინტერესების წინააღმდეგ, ქვეყანას კულუარებიდან მართავს პასუხისმგებლობის არმქონე არაფორმარული პირი. ამ მოვლენებზე ქვეყანაში, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არ საუბრობს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთს დაწყებული აქვს ანექსიის ახალი ტალღა. ყირიმის შემდეგ რუსეთი იწყებს აფხაზეთის და ოსეთის ანექსიას და ნურავის ნუ ეგონება ანექსიის ეს ტალღა მხოლოდ ამ რეგიონებს შეეხება. ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ანექსია არ იყო მიმართული მხოლოდ ამ რეგიონებზე, ყოველთვის სამიზნე იყო საქართველო. ამ ფონზე მიუღებელია ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და ამ ფონზე ეს არის ჩუმი თანხმობა ანექსიაზე", - განაცხდა რატიანმა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ საქართველოს მთავრობა ცვლიდეს პოლიტიკას, რამდენიმე მინისტრი, რომელიც ასოცირდებოდა პროდასავლურ კურსთან, ისინიც გაუშვა.

"ამის მერე, თქვენ აღარაფერი აღარ გაკავშირებთ დასავლეთთან. მთავრობაში არ არის არც ერთი მინისტრი, რომელიც ასოცირებულია პროდასავლურ კურსთან. რუსეთს სურს კედელი კვლავ ააგოს და ჩვენ ეს კედელი ნანახი გვაქვს, მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ეს კედელი იყო რეალობა და ვცხოვრობდით ამ კედლის მიღმა. ვისაც აღარ სურს რუსეთის გავლენის ქვეშ, ყველა უნდა მოვიდეს 15 ნოემბერს და გააპროტესტოს რუსეთის ანექსია", - აღნიშნა სერგო რატიანმა.