ივანიშვილს ხშირად ტალახს ესვით, მაგრამ ის ივანიშვილს არ ხვდება

ივანიშვილს ხშირად ტალახს ესვით, მაგრამ ის ივანიშვილს არ ხვდება

ბიძინა ივანიშვილს ხშირად ტალახს ესვით, მაგრამ ის ივანიშვილს არ ხვდება, ისევ თქვენ გიბრუნდებათ, - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. ეკა ბესელია უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ცვლილებები მოხდა და ერთი პოლიტიკური ოპონენტი შეემატა, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო კულტურულ დებატებს გამოიწვევს სხდომების დროს.

,,ორი წლისთავზე საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური რეალობა შეცვლილია. მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სივრცე არ არის მონოპოლიზირებული ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ. მოსახლეობა ბევრად მნიშვნელოვან და კულტურულ პოლიტიკურ დებატებს შეესწრება პარლამენტში.

მინდა გამოვეხმაურო ნუგზარ წიკლაურის განცხადებას საქართველოს ოკუპაციასა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გვახსოვს თვქენივე განცხადებები - რა მოხდა მერე რომ 140 სოფელია დაკარგული. ასევე გვახსოვს სააკაშვილის განცხადება, თითქოს სოხუმი საქართველოს ნაწილი არასოდეს ყოფილა. გვახსოვს ის მიცვალებულები 2008 წელს და სირცხვილიც, რომელსაც ვერასოდეს ჩამოვირეცხავდით, რომ არა საქართველოს პატრიარქი. ბევრი რამ გვახსოვს, მაგრამ არა თქვენი წუხილი იმ ვითარებაზე, რომელიც ახლა არის შექმნილი საქართველოში. გვახსოვს ისიც , ვინ რას აკეთებდა იმ დღეებში. გვერჩივნა ყველა თქვენგანს აეღო ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ გქონდათ. თუ რამე საქებრად და თავმოსაწონდა მოგაქვთ, ყველაფერი ის დაკავშირებულია იმ ადამიანთან, რომელსაც ასე ხშირად ახსენებთ და რომელიც ივანიშვილს უკავშირდება, რომელსაც ხშირად ტალახსაც ესვით, მაგრამ ის ივანიშვილს არ ხვდება, ისევ თქვენ გიბრუნდებათ. და ბოლოს "არა ანექსიას", ოკუპაციას და არა "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ეკა ბესელიამ სხდომაზე.