რიჩარდ ნორლანდი თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრას გამართავს

რიჩარდ ნორლანდი თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრას გამართავს

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

"მინდა, მივულოცო ქალბატონ ბერუჩაშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ქალბატონ მაია ფანჯიკიძესთან და ველოდებით, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება იმ ფონზე, როცა საქართველო აგრძელებს წინსვლას ევროატლანტიკური სურვილების მისაღწევად", - განუცხადა რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან პირველი შეხვედრა უკვე ჩაინიშნა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მინისტრის ოფისი დაუკავშირდა ჩემ ოფისს და ჩვენი შეხვედრა უკვე დანიშნულია. შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალ დილით გაიმართება", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.