საქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალი გარი ჯონსონი მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა და სერ გარი ჯონსონმა საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ევროატლანტიკური ინტერგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც  იმსჯელეს. ყურადღება მათ რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს და საქართველოში განვითარებული მოვლენებიც მიმოიხილეს.