პრემიერმა მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

პრემიერმა მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ექსპერი გია ხუხაშვილი გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნებულ სტატიაში პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ „ასავალ-დასავალის" რუბრიკაში „კვირგვინოსნები"  გამოქვეყნდა.

„ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი, მართალია, მტკივნეული, მაგრამ  სწორი გადაწყვეტილება.  პრემიერს ერთადერთი გზა ჰქონდა - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია  დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა.  ისინიც კი, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, ფიქრობენ , რომ ოპოზიცია უარესია.  აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაში „ნაციონალების" დაბრუნების შესაძლებლობას არ განვიხილავ",- აღნიშნავს ექსპერტი გია ხუხაშვილი.