კიწმარიშვილის საქმე - თვითმკვლელობის იმიტაცია?

კიწმარიშვილის საქმე - თვითმკვლელობის იმიტაცია?

ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით ძიების დეტალები ჯერ კიდევ გადასამოწმებელია. არის რაღაც ეჭვები და ბოლომდე პასუხგაუცემელი კითხვები. როგორც კიწმარიშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე დარჩება, ის ამას აუცილებლად გააპროტესტებს. „ბოლომდე ვერ გეუბნებით ყველაფერს, მე მაქვს კრიტიკული პოზიცია არა მარტო მთავრ კითხვებზე, არამედ ბევრ დეტალზე, რომელიც საქმეშია. მიმაჩნია რომ რაღაცეები არ არის კარგად გამოკვეთილი.ჯერ ჯერობით ისევ თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩები. ჩემს შენიშვნებს გამოვთქვამ მათ შორის იმ დეტალებზეც, რაც ვფიქრობ ზერელედ არის განხილული. საბოლოოდ კი როცა თავის პოზიციას ჩამოაყალიბებენ, თუ კიდევ ვნახავ ასეთ სუსტ წერტილებს ამაზე ალბათ მერე ხმამაღლა მომიწევს საუბარი“-აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში. მისივე თქმით მან საქმეში ვერ ნახა რამე პირადპირი სამხილი და მისი ვერსიით მკვლელმა თვითმკვლელობის იმიტაცია მოახდინა. „მე ვეყრდნობი იმას, რომ მას თვითმკვლელობის არანაირი მოტივი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩადენილია დანაშაული. დამნაშავემ კი მოახდინა თვითმკვლელობის იმიტაცია“- განუცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა „პრაიმტაიმს“