პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ტრანსპორტზე შეღავათით ისარგებლებენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ტრანსპორტზე შეღავათით ისარგებლებენ

2015 წლის 1 იანვრიდან,   პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტპატიმრები 20 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ.

"პოლიტიკურად დევნილები და რეპრესირებული ადამიანები მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებს პირველი იანვრიდან მიიღებენ, ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულნი და არიან გათავისუფლებულნი. იუსტიციის სამინისტრო მოგვცემს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეღავათი დაწესდება", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.