საფრანგეთში მიღწეულ შეთანხმებებზე ღიად ვილაპარაკებ, თუ დავინახე რომ გადაუხვიეს ამ გზიდან

საფრანგეთში მიღწეულ შეთანხმებებზე ღიად ვილაპარაკებ, თუ დავინახე რომ გადაუხვიეს ამ გზიდან

ირაკლი ალასანიას განცხადებით ის საფრანგეთში მიღწეულ შეთანხმებებზე ღიად საუბარს იმ შემთხვევაში აპირებს , თუ დაინახავს, რომ პროცესი გეგმის მიხედვით აღარ გრძელდება. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ადასტურებს, რომ საფრანგეთში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით ის ელოდება თუ როგორ გაგრძელდება პროცესები "გიდასტურებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა საფრანგეთში. მე ველოდები, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. თუ დავინახე რომ ყველაფერი მიდის იმ გეგმით, რა გეგმითაც ჩვენ დავისახეთ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თავდაცვისუნარიანობისთვის უდიდესი ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ დავინახე ეს არ ხდება, თუ დავინახე რომ გადაუხვიეს ამ გზიდან ამაზე, რა თქმა უნდა, ღიად ვილაპარაკებ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.