საკაბელო მაუწყებლობას CNN რუსეთში 31 დეკემბრიდან შეწყვეტს. გადაწყვეტილება ტელეარხის მფლობელმა კომპანიამ მიიღო. მიზეზად კანონმდებლობაში ბოლო პერიოდის ცვლილებები სახელდება.
2009 წელს მიღებული ცვლილებით, ყველა უცხოელ მაუწყებელს რუსეთში ადგილობრივი ლიცენზიის ფლობა მოეთხოვება.
უფლების მოპოვების მოთხოვნის მიუხედავად, ამერიკულ მაუწყებლობას რუსეთში ადგილობრივი სამაუწყებლო ლიცენზია არ გააჩნია.