არსებული ინფორმაციით, დღეისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა დანიშნული, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძის საკითხიც განიხილება.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გუშინ აცხადებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების გადაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა რეგლამენტით განსაზღვრულია უმრავლესობის კვოტა ვიცე-სპიკერის პოსტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს საკითხი ალბათ, გადასაწყვეტია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რეგლამენტი დაირღვევა.
„ზურაბ აბაშიძე რადგან უმრავლესობას ტოვებს, გამოდის, რომ უმრავლესობას სამიდან ერთი კვოტა ექნება ათვისებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს ალბათ, დავაყენებთ და განვიხილავთ“, - აცხადებს საგანელიძე.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, „ვიცე-სპიკერთან დაკავშირებით არსებული რეალობა რეგლამენტთან შესაბამისობაშია მოსაყვანი“.