"ვიმედოვნებთ, საქართველოს ლიდერები ერთად დადგებიან"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში უკრაინის კრიზისზე გამოსვლისას ისაუბრა.

„ეს არის ხალხის დეკლარირებული არჩევანი, რაც ევროატლანტიკურ ორიენტაციაში გამოიხატება. საქართველოში თითქმის ყველა პარტიას და პოლიტიკურ ფიგურას ამ კუთხით ერთიანი პოზიცია აქვს. ამ რთულ პერიოდში ვიმედოვნებთ, საქართველოს ლიდერები ერთად დადგებიან იმ პოზიტიური მიმართულებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს და ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიონ. მითუმეტეს ამჟამინდელი რთული რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით",-განაცხადა რუბინმა.