შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ ძარცვაზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მძარცვლებმა ბინაში შეჭრის შემდეგ, სააკიანების 20 წლის გოგონა აწამეს.
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, წუხელ სააკიანების ოჯახი გაძარცვეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყაჩაღობის დროს სახლში 20 წლის გოგონა იმყოფებოდა, რომელიც ბოროტმოქმედებმა დააბეს და აწამეს.
მეზობლების ინფორმაციით, მძარცველებმა წასვლამდე ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვეს. გოგონას გადარჩენა სახლში მისულმა მშობლებმა შეძლეს. ჯერ უცნობია, რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა.