თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე სააკიანების ოჯახი დააყაჩაღეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყაჩაღობის დროს სახლში 20 წლის გოგონა იმყოფებოდა , რომელიც ბოროტმოქმედებმა დააბეს და აწამეს.
მეზობლების ინფორმაციით, მძარცველებმა წასვლამდე ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვეს. გოგონას გადარჩენა სახლში მისულმა მშობლებმა შეძლეს. ჯერ უცნობია, რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოჯახს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს.
მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.