ალასანიას ფინანსები და პოლიტიკური ჭაპანი - რას იზამენ თავისუფალი დემოკრატები?

ალასანიას ფინანსები და პოლიტიკური ჭაპანი - რას იზამენ თავისუფალი დემოკრატები?

ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ იმ ურთიერთობების გათვლალისწინებით რაც ივანიშვილსა და ალასანიას შორის არსებობდა ყოფილი პრემიერი არ მოინდომებდა, რომ სწორედ ალასანიას გუნდისგან შეექმნა ახალი ოპოზიცია. „პირველ რადიოსთან“ საუბარში ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ დაპირისპირება , რომელიც ღია და საჯარო გახდა ხელოვნურად არ არის შექმნილი. ის ასევე არ ეთანხმება სხვადასხვა პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში გაჩენილ მოსაზრებას, რომ ივანიშვილმა ალასანიასგან ოპოზიცია ‘ნაციონალების“ გასანეიტრალებლად შექმნა. ვაჟა ბერიძის თქმით ალასანიას არ გააჩნია, როგორც პოლიტიკური სტრუქტურა ასევე ფინანსები, რომ დამოუკიდებლად , სხვებთან ალიანსის გარეშე გასწიოს „პოლიტიკური ჭაპანი“.

„ყველაფერი ბუნებრივად ჩამოყალიბდა, კომფრონტაციის რეჟიმში. იმის გათვალისწინებით რა ურთიერთობებიც არსებობდა კოალიციაში და რა ურთიერთობაც ჰქონდა ყოფილ ლიდერ „ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალსანიასთან. ეს დაპირისპირება არ მგონია, რომ იყო ხელოვნურად დადგმული. თუმცა მოლოდინი ახალი ხელოვნური ოპოზიციური ძალის გამოჩენის დიდი ხანია არსებობს, რადგან „ნაციონალები“ სრულფასოვნად ვერ ასრუებენ ოპოზიციის ფუნქციას. ის ერთგვარი ხელსაყრელი პარტნიორიც კი არის „ქართული ოცნებისთვის“ იმდენად რამდენადაც, ვიდრე საბოლოოდ არ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და კატარზისი მანამდე „ნაციონალების“ ნათქვამ უტყუარ ჭეშმარიტებასაც კი დიდი ფასი არ აქვს. საზოგადოებას უნდა კიდევ სხვა ყაიდის ოპოზიციური ძალა და ალბათ ერთი არა, ორი ან სამი. ასე, რომ მოლოდინი არსებობდა და ამ მოლოდინის შესაბამისად გაჩნდა ახალი ოპოზიციური ძალა , მაგრამ რამდენად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ საპირწონე ოპოზიციურ ფლანგზე ამას მომავალი აჩვენებს. მე ვფიქრობ , რომ „თავისუფალ დემოკრატებს“არც სათანადო ორგანიზაციულ -პარტიული სტრუქტურა გააჩნიათ და არც ფინანსები,რომ დამოუკიდებლად გასწიონ ჭაპანი პოლიტიკურ არენაზე სხვებთან ალიანსების გარეშე“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ „პირველ რადიოსთან“.