სომხეთს შეუძლია საქართველოში ვითარების დესტაბილიზება, მაგრამ ეს არასოდეს გაუკეთებია

სომხეთს შეუძლია საქართველოში ვითარების დესტაბილიზება, მაგრამ ეს არასოდეს გაუკეთებია

სომხეთს გააჩნია შესაძლებლობა, საქართველოში ვითარების დესტაბილიზება განახორციელოს, მაგრამ ეს არასოდეს გაუკეთებია. ამის შესახებ "ნოვოსტი არმენიასთან" საუბარში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ ისკანდარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთსა და საქართველოს არ შეუძლიათ ორმხრივი ურთიერთობის გაფუჭება, რადგან ეს ძალიან სარისკოა და სიკვდილის ტოლფასი. ისკანდარიანის განცხადებით, არსებობდა კრიზისები და ბრობლემები, მაგრამ ორივე ქვეყანა ყველა ხელისუფლების პირობებში პოულობდა შესაძლებლობებს, შეენარჩუნებინათ კარგი ურთიერთობა.

"საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებშიც კი, რუსეთიდან ტვირთი სომხეთში საქართველოს გავლით მოდის. სომხეთს გააჩნია თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და თუკი ის საქართველოსთან ურთიერთობებს გაიფუჭებს ვინმესთვის საამებლად, ეს ორივე ქვეყანას უდიდეს დარტყმას მიაყენებს", - აღნიშნა ისკანდარიანმა.

მისი თქმით, სომხეთს გააჩნია შესაძლებლობა საქართველოში ვითარების დესტაბილიზება მოახდინოს, მაგრამ ეს არასოდეს გაუკეთებია. "ჩვენ ქვეყანას ზოგიერთი გარემოების გამო, საქართველოს შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე და საქართველოს ტერიტორიაზე ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფების განლაგების საფუძველზე, შეუძლია იქ ვითარების დესტაბილიზება მოახდინოს, მაგრამ ეს არასოდეს გაუკეთებია, მაშინაც კი, როდესაც ვითარება საქართველოში საკმაოდ რთული იყო; მაგალითად, ეთნიკურად სომხებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაშიც კი სომხეთი კეთილგონივრულად მოიქცა. ამასთან დაკავშირებით, ბრწყინვალე არა, მაგრამ კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა", - განაცხადა ისკანდარიანმა.