ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ვიცე-სპიკერობიდან გია ბარამიძეს გადააყენებენ და უმცირესობის კვოტით ზურაბ აბაშიძეს დატოვებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები კომიტეტის თავმჯდომარეებად რჩებიან.
როგორც მანანა კობახიძემ განმარტა, კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მათი გადაყენების საკითხი არ დამდგარა და ისინი მუშაობას განაგრძობენ. დეპუტატის ინფორმაციით, თავის პოზიციაზე რჩება ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე, რომელიც ასევე
"თავისუფალი დემოკრატების" წევრია. თუმცა, კობახიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში განსხვავებული ნორმაა, რადგან ეს უმრავლესობის კვოტაა, უმცირესობას, "ნაციონალურ მოძრაობას" კი უკვე ჰყავს ვიცესპიკერი გია ბარამიძის სახით.
"თუ ბარამიძეს გადააყენებენ და ზურაბ აბაშიძეს დატოვებენ უმცირესობის კვოტით, მე ვიქნები ძალიან კმაყოფილი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.