ბიზნესმენი ლევან ვასაძე მთავრობაში რაიმე თანამდებობის შეთავაზებას უარყოფს. საქართვლოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა ლევან ვასაძეს კითხვით მიმართეს და დაინტერესდნენ, მის მიმართ რაიმე შემოთავაზება ხომ არ ყოფილა.
ვასაძემ ჟურნალისტებს შემდეგი პასუხი გასცა - "როგორც ყოველთვის, არა. მადლობა ღმერთს".