"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებულ საქმეზე დღემდე ადვოკატებს არ აქვთ საქმე მიცემული, - ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში განუცხადა.
როგორც ალასანია აღნიშნავს, ამ საკითხებზე ის მას შემდეგ ისაუბრებს, რაც თავდაცის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ საქმეებს გრიფი მოეხსნება.
"მე ვილაპარაკებ იმ თემებზე, რომლებსაც გრიფი მოეხსნება. იმედი მაქვს, ადვოკატები იქნებიან ინფორმირებულნი. დღემდე ადვოკატებს არ აქვთ საქმე მიცემული, ვერ გაეცნენ და აქედან გამომდინარე სამართლიან გამოძიებაზე და სამართლიან სასამართლოზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დარწმუნებული ვარ, ყველა დაინახავს, რომ რა დიდი საქმეა თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურის ნაბიჯები იქნება საზოგადოების მიერ სწორად შეფასებული", - განაცხადა ალასანიამ.