პრემიერის განცხადებები პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს აზიანებს

პრემიერის განცხადებები პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს აზიანებს

პრემიერის განცხადებები პირადად პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს აზიანებს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა. 

"ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი განცხადებით პრემიერ-მინისტრი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და პირადად პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ერთადერთი და მთავარი, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი, იყო ის, რა წარმატებებს მიაღწია თავდაცვის სამინისტრომ და ქვეყანამ ნატო-სთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. ეს ძალიან კარგად იცის მან. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი განცხადებები, მართლაც საქართველოს ინტერსებს ეწინააღმდეგება და ვისურვებდი, რომ ასეთი საუბრები შეწყდეს მთავრობის ყველა წევრისგან და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრიგან. ეს არის ძალიან არასერიოზული და დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.