ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შეთავაზებას და შესაბამისად, ამ წინადადებაზე უარის თქმას უარყოფს.
ირაკლი მანაგაძე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის იმ ინფორმაციას ეხმაურება, როლის თანახმად, ისევე როგორც საქართველოს ელჩმა ავსტრიაში კოტე ზალდასტანიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადეს.
"უცნაურია, ძალიან ნათლად, საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის საერთოდ არავის არაფერი შემოუთავაზებია და არც რაიმე კონტაქტი მქონია ვინმესთან ამ საკითხზე. ჩემს მაგივრად რატომ მსჯელობენ, დავთანხმდი თუ უარი ვთქვი იმაზე, რაც არ მომხდარა, ვერ გამიგია", - აცხადებს ირაკლი მანაგაძე.