საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, 2 წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ადამიანებს საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ.
ასე უპასუხა საგანელიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ხომ არ შეიქმნება პრობლემა საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ახალ დეპუტატებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები იყვნენ.
საგანელიძის თქმით, 2 წლის განმავლობაში მათ ერთობლივად ბევრ კანონსა და ვეტოების თემაზე იმუშავეს.
მისი თქმით, მათი დიდი ნაწილი „ნაცმოძრაობის“ წევრი არც არასდროს ყოფილა.
„დიდი ნაწილი დამოუკიდებელი, მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებმაც საკუთარ რაიონებში წარმატება დამოუკიდებლად მოიპოვეს. ასე რომ, მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავსლეობის განახლებული შემადგენლობა მუშაობას უფრო ძლიერად გააგრძელებს და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.