პარლამენტს აზრთა მრავალფეროვნება უხდება

პარლამენტს აზრთა მრავალფეროვნება უხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო ძალებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ახალ სიმაღლეებზე ავა.

პარლამენტში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს დავით უსუფაშვილი დღეს ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"გაგრძელდება თანამშრომლობა და კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავა. აზრთა მრავალფეროვნება პარლამენტს უხდება, მთავარია მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და გავაკეთოთ სწორი არჩევანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" გასულ კვირას განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ. დღეს კი ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელმა მაჟორიტარებმა" უმრავლესობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს.