საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის გურამ გუგენიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელშიც დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის - გურამ გუგენიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. გურამ გუგენიშვილის ასპარეზობა ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ცენტრში. მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა და სიამაყით გვავსებდა ყველას. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის ასე ახალგაზრდა - 28 წლისა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როცა წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდა. გულწრფელად თანავუგრძნობ გურამის ოჯახს, მეგობრებს, სპორტსმენებს, მის გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.