ვახტანგ კაპანაძე - თავდაცვის ახალ მინისტრთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაპირებ

ვახტანგ კაპანაძე - თავდაცვის ახალ მინისტრთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაპირებ

თავდაცვის ახალ მინისტრთან ვაპირებ არა უბრალოდ თანამშრომლობას, არამედ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კაპანაძე გვიან ღამით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ახალ მინისტრთან თანამშრომლობას გეგმავს.

"შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკის მიღმა და მისი პოლიტიკა არის მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების დაცვა. მე მნიშნავს და მათავისუფლებს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. გვაქვს უამრავი გეგმები, უამრავი საქმე არის გასაკეთებელი. ახალ თავდაცვის მინისტრთან ვაპირებ არა უბრალოდ თანამშრომლობას, არამედ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, ვინაიდან ის ამოცანები, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე ამ რთულ სამხედრო გარემოში რომელიც რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.