რიჩარდ ნორლანდი - აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობა კვლავ მტკიცე იქნება

რიჩარდ ნორლანდი - აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობა კვლავ მტკიცე იქნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან თანამშრომლობა კვლავ მტკიცე იქნება. 
ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. 

"ორშაბათი დილაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ნორმალური კვირა იქნება საქართველოში. მთავრობაში ალბათ მოხდება შევსება. ჩემი მხრიდან ალბათ არ იქნება სათანადო, რომ სპეციფიკურ შიდა საკითხებზე ვისაუბრო, რაც საქართველოს შიდა თემებია. მე შემიძლია ვისაუბრო ზოგად მიმართულებებზე, გამოვხატო ჩემი სურვილი და იმედი, რომ თანამშრომლობის ხარისხი კვლავ მტკიცე იქნება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

მისივე თქმით, საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ საერთო მიზნები, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონში უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით.