საფრანგეთმა რუსეთისთვის

საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის გადაწყვეტილება, შესაძლოა, ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღოს

საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საფრანგეთის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ", - აცხადებს "ინტერფქსის" წყარო. 

გასულ კვირას რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა საფრანგეთისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო 14 ნოემბერს "მისტრალის" პირველი ვერტმფრენმზიდის გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "მისტრალის" მიწოდების პირობები ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.