მაია ფანჯიკიძეს თავდაცვის ახალ მინისტრთან შეკითხვა აქვს

მაია ფანჯიკიძეს თავდაცვის ახალ მინისტრთან შეკითხვა აქვს

საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს თავდაცვის ახალ მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეკითხვა აქვს. 

ფანჯიკიძეს აინტერესებს, "დაურეკა თუ არა ჯანელიძემ, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს თავდაცვის მინისტრებს და აუხსნა თუ არა, რომ რაც მათ ირაკლი ალასანიასთან ილაპარაკეს, უნდა დაივიწყონ, რადგან ის ავანტურისტი და უჭკუოა".

"მაინტერესებს, აუხსნა თუ არა ჯანელიძემ მათ ახალი სიტუაცია. მე რამდენადაც ვიცი, ეს არ მომხდარა, ახალ მინისტრს ვურჩევ, ეს სასწრაფოდ გააკეთოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

მისივე თქმით, ასე არ უნდა მოექცე ამომრჩეველს, რომელიც ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს კონკრეტულად ირაკლი ალასანიას.