პეტრიაშვილი ივანიშვილზე-სიღრმისეული ცოდნა აქვს საკითხების,ამის ანალიზი უნდა გააკეთონ ადვოკატებმა

პეტრიაშვილი ივანიშვილზე-სიღრმისეული ცოდნა აქვს საკითხების,ამის ანალიზი უნდა გააკეთონ ადვოკატებმა

ივანიშვილს საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა აქვს საკითხების,ამის ანალიზი უნდა გააკეთონ ადვოკატებმა-ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ განცხადებები , რომელიც ექსპრემიერმა თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე გააკეთა ადვოკატებმა და ექსპერტებმა უნდა გაანალიზონ. პეტრიაშვილის თქმით, ის ივანიშვილის ინტერვიუში, არსებული ვითარების უფრო მეტ ანალიზსს ელოდა.

"არ ვიცი ნამდვილად საიდან ფლობს ბიძნა ივანიშვილი ამ ინფორმაციებს. საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა აქვს საკითხების. თუმცა ის ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან აქვს. ამის ანალიზი უნდა გააკეთონ ადვოკატებმა , ექსპერტებმა. ველოდებოდი უფრო ღრმა ანალიზს ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების,"-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.