ქართული ქლიავი, შინდი და ჩირი რუსებისთვის

ქართული ქლიავი, შინდი და ჩირი რუსებისთვის

უკრაინაში განხორციელებული აგრესისსა და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად დღეიდან ქართული ხილი და ასევე მშრალი ხილი - ჩირი რუსულ ბაზარზე შესვლას იწყებს.

რუსეთის სანიტარული ზედამხედველეობის სამსახურმა ჯერ კიდევ 2005 წელს ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევის მოტივით დაწესებული შეზღუდვა მოხსნა. დღეიდან რუსეთს ქალაქების დახლებზე ისევ გამოჩნდება ქართული ქლიავია, მოცხარი, მყვალი, ჟოლო, ბალი, ალუბალი, ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, ხილის სხვადასხვა სახეობები და ასევე ჩირი , თხილი და კაკალი.