მაია ფანჯიკიძე - გადადგომის კიდევ ერთი მიზეზია ის, რასაც თეა წულუკიანი განასახიერებდა მთავრობის წევრების გადადგომის შემდეგ გამართულ სხდომაზე

მაია ფანჯიკიძე - გადადგომის კიდევ ერთი მიზეზია ის, რასაც თეა წულუკიანი განასახიერებდა მთავრობის წევრების გადადგომის შემდეგ გამართულ სხდომაზე

იმ სახით, რაც ტელევიზიით ვნახე, მთავრობის სხდომაზე ვერ დავჯდებოდი, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რასაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განასახიერებდა მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომის შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

აღნიშნულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გათავისუფლებული თავდაცვის მინისტრი უნიჭოდ და ავანტურისტად მოიხსენია. 

"ჩემი გადადგომის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მე ვერ ვიჯდები იმ მთავრობის სხდომაზე, სადაც კოლეგა მინისტრს, რომელიც 3 წელი შენი თანამებრძოლი იყო, აქედან 2 წელი შენი თავდაცვის მინისტრი, რომელიც გვერდზე გეჯდა, როდესაც მსოფლიო ლიდერებს ხვდებოდი, ასეთი სიტყვებით იხსენიებენ. ამ სიტყვებში მე მთელს ჩვენს გუნდს ვგულისხმობ. იმ სახით, რაც ტელევიზორში დავინახე იქ ვერ დავჯდებოდი და ეს იციან ჩემმა კოლეგებმა. თეა წულუკიანი კარგად განასახიერებდა ამას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.