სოზარ სუბარი - სამი მინისტრი გადადგება თუ გადააყენებენ, ეს არანაირი კრიზისი არ არის

სოზარ სუბარი - სამი მინისტრი გადადგება თუ გადააყენებენ, ეს არანაირი კრიზისი არ არის

სამი მინისტრი გადადგება თუ გადააყენებენ, ეს არანაირი კრიზისი არ არის, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა. 

მისი თქმით, პარტიებიდან ადამიანების წასვლა ან გადასვლა, დემოკრატიულ ვითარებაში ჩვეულებრივი ამბავია.

"რამდენიმე თვის წინაც იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე მინისტრი გადადგა, შესაბამისად, იყო ახალი მთავრობის დამტკიცება, დამტკიცდა კიდეც და არანაირ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, როდესაც ერთად იმარჯვებ და კოალიცია მოდის, შემდეგ, მათი წასვლა და თან ისეთი განცხადებებით, რომელიც პირადად ჩემთვის გაუგებარია, სასიამოვნო რა თქმა უნდა არ არის", - განაცხადა სუბარმა.