სოფელ ფარცხანაყანებში აფეთქების შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

სოფელ ფარცხანაყანებში აფეთქების შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, რესტორან "ზედაზენში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ინციდენტი ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. ტრაგედიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

თვითმხილველების განცხადებით, რესტორნის ტერიტორიაზე შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა. "არაფერი ვიცი, მხოლოდ აფეთქების ხმა გავიგონე და მოვედი შემთხვევის ადგილზე. როგორც გავარკვიე, ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია გარდაცვლილი", - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.