პოლიტიკის წარმმართველი არის უშიშროების სამსახური

პოლიტიკის წარმმართველი არის უშიშროების სამსახური

პოლიტიკის წარმმართველი უშიშროების სამსახურია, - ამის შესახებ დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ალასანიამ ამ თემაზე საუბარი თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში თვითმმართველობები ჩამოყალიბებული არ არის. ალასანია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში დიდწილად შეფერხდა.

"თავისუფალი დემოკრატები" მხარდამჭერი არიან მეტი დეცენტრალიზაციის და რეგიონებში სიმძიმის ცენტრის გადატანის. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა ვერ განხორციელდა უარესი ხდება. ხდება ის, რომ პოლიტიკის წარმმართველი არის უშიშროების სამსახური. ამაზე შიგნითაც არაერთხელ გვქონია საუბარი, იმ ინფორმაციაზე რაც გაგვაჩნდა. ამიტომ ჩემი ეს აზრი არ არის ახალი კოალიციის წევრებისთვის",- დასძინა ალასანიამ.

მისივე თქმით, უკომპრომისო ბრძოლა იქნება გამოცხადებული იმისათვის , რომ უშიშროება არ ჩაერიოს პოლიტიკის მართვაში, არ ჩაერიოს დანიშვნა-არდანიშვნაში.