უფრო მიმზიდველ გარემოში უბრუნდება

უფრო მიმზიდველ გარემოში უბრუნდება "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციას, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა

გაცილებით უფრო მიმზიდველ გარემოში უბრუნდება "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციურ ცხოვრებას, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესა და "რესპუბლიკური პარტიის" ხელმძღვანელთან ერთად დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას დაესწრო.

როგორც ბერძენიშვილმა განმარტა, "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" გაცილებით ხშირად თანხვედრი პოზიციები ექნებათ, ვიდრე განსხვავებული.

"რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" ვართ პოლიტიკური პარტნიორები. ჩვენ ვართ ერთ ლიბერალურ ოჯახში. ოპოზიციურ ცხოვრებას უბრუნდება "თავისუფალი დემოკრატები", თუმცა გაცილებით უფრო მიმზიდველ გარემოში, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ძალიან ბევრი ინტერესთა და პოზიციათა თანხვედრა გვაქვს. ლიბერალებს ახასიათებთ, რომ ერთი ლიბერალური პარტია მმართველ კოალიციაშია, მეორე ოპოზიციაში - ასეა ჰოლანდიაში, ესტონეთში, ლიტვაში და ა.შ. ნორმალურია ეს ვითარება. გაცილებით ხშირად ექნებათ "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" თანხვედრი პოზიციები, ვიდრე იქნება სხვაობები", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია აირჩიეს.