"ნაციონალური მოძრაობა" დაღმასვლის გზას ადგას

არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვინმეთი ჩასანაცვლებელია, "ნაციონალური მოძრაობა" თავად ადგას უკუსვლის თუ დაღმასვლის გზას , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის შემდეგ განუცხადა.

"არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვინმეთი ჩასანაცვლებელია, "ნაციონალური მოძრაობა" თავად ადგას უკუსვლის თუ დაღმასვლის გზას, ყოველ შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი დახმარება არ სჭირდებათ. თავად ახერხებენ ნელ-ნელა და უფრო მყარი არგუმენტები გაუჩინონ ვისაც კიდევ სჯეროდა მათი, რომ ეს არასწორი მიმართულებაა. დანარჩენ პარტიებს ყველას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, თავისი ნიშა აქვს და ყველას წარმატებას ვუსურვებ. მრავალპარტიულობა სჭირდება ქვეყანას, ეს არის მთავარი. რაც მოხდა ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ასეთი რამეები ხდება ხოლმე და საჭიროა გავუმკლავდეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს პარტიის მესამე ყრილობა გამართეს. ორი დღის წინ კი მათ კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს.