"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბრის აქციისთვის სამზადისს რეგიონებში იწყებს

პირველი ასეთი შეხვედრა ორგანიზაციის ლიდერებმა თელავში პარტიულ აქტივთან გამართეს.

მათ მოქმედი ხელისუფლების ორწლიანი მუშაობა და სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი გააკრიტიკეს. მათ თანაპარტიელებს ის მიზეზებიც განუმარტეს, თუ რატომ უნდა შეიკრიბონ 15 ნოემბრის აქციაზე.

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია და აფხაზეთთან მიმართებაში ხელისუფლების კურსი მოსახლეობამ მათთან ერთად უნდა გააპროტესტოს.