პოსტების დატოვების ან დატოვებინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

პოსტების დატოვების ან დატოვებინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

არანაირი პოსტების დატოვების ან დატოვებინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის შემდეგ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობიდან გათავისუფლებას შეეხებოდა.

"არანაირი პოსტების დატოვების ან დატოვებინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაირკვევა. ყველა თავის არჩევანს აკეთებს. არ მგონია, საპარლამენტო პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერად საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის არჩეული. ორი დღის წინ ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" უმრავლესობა დატოვეს. თუმცა, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ.