ჩვენი შვილებისთვის გვინდა ისეთი საქართველო, რომელიც იქნება დაცული და კანონებით მართული

ჩვენი შვილებისთვის გვინდა ისეთი საქართველო, რომელიც იქნება დაცული და კანონებით მართული

ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომითა და პატივისცემით გავაკეთებთ ყველაფერს, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი ალასანია დღეს პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. მან პარტიის წევრებს და ნინო გოგუაძეს წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

"ნინო, უდიდესი მადლობა, ამ კარგი წარდგენისთვის იმ სიტყვებისთვის, რომელიც ასე კონსტრასტშია იმ შეფასებებთან, როგორც გამოგვისტუმრეს მთავრობიდან, დღეს არის მართალი სიტყვის დღე, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. ერთმანეთს უნდა ავუხსნათ რა გეგმები გვქავს და რისთვის ვართ აქ შეკრებილი. 2012 წელს, საზოგადოებამ და კოალიციამ ერთად დავამარცხეთ რეჟიმი, რომელიც არ იყო დემოკრატიული. ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელი უნდა გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვძელოს ჩვენი ინტერესების ჩვენივე სახელმწიფო ინსტიტუტებით დაცვა. პირველი და მთავარი, თავისუფალი უნდა იყოს ყველა მოქალაქე, დაფუძნებული ხალხის ნებაზე და არა ერთი კაცის ნებაზე. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით და პატივისცემით გავაკეთებთ ყველაფერს. ნინომ თქვა, რომ ზიზღი და დაძაბულობა, უპატივცემულობა უნდა გავუშვათ პოლიტიკიდან, ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ დამოკიდებლობის მოპოვებიდან 2 ათეული წლის შემდეგ ვერ ვართ ბოლომდე თავისუფლები", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, 5 წლის განმავლობაში პარტიის წევრებმა არაერთხელ გამოავლინეს უდიდესი სიმტკიცე.

"როდესაც იყო რეჟიმი, რომელიც ებრძოდა პოლიტიკურ ძალას, მაშინ არ გავტეხილვართ, მას შემდეგ არაერთხელ განსაკუთრებული სიტყვა ვთქვით, მათ შორის მმართველ კოალიციაში ყოფნის დროს. ჩემმა მეგობარმა ალექსი პეტრიაშვილმა თქვა, რაში შევიტანეთ წვლილი ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის და სახელმწიფო მოხელეების, ეს იყო კარგად დაგეგმილი საქმიანობა, ჩვენი მონაწილეობით. ჩვენ შეუქცევადად შევედით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა არის მტკიცე. ის პაკეტი, რომელიც საქართველოს მიეცა ნატოს მხრიდან, იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა დამოუკიდებლობა დავიცვათ. დღეს მთელი მსოფლისთვის დაუძინებელი მტერი არის ფუნდამეტალიზმი, საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია რუსეთი, რომლის მსხვერპლიც 1992-93 წლებში გავხდით. 2008 წელს სწორედ მათ შემოტევამ დაგვაკარგინა ტერიტორიები, ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლესთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ალასანია.

პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა წავიდეს ევროპის და ნატოს გზით.

"ეს, გვჭირდება ჩვენ. გვჭირდება სიმტკიცით გავაგრძელოთ გზა ამ ღირებულებების დაცვისკენ. როდესაც დავინახეთ, რომ აქ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მოხდეს ჩრდილის მიყენება, ამას არ დავუშვებთ, რადგან ჩვენი შვილებისთვის გვინდა ისეთი საქართველო, რომელიც იქნება დაცული და კანონებით მართული. ჩვენთვის მთავარია ერთმანეთის პატივისცემა. მე გპირდებით, რომ მოვივლით მთელ საქართველოს ყველა ოჯახს, ყველა რაიონს და მათთან საუბრის შედეგად შევქმნით ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმას, რომელსაც მოვარგებთ ყველა რეგიონის სპეციფიკას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.