დავით უსუფაშვილმა ალექსი პეტრიაშვილის გამოწვევა მიიღო

დავით უსუფაშვილმა ალექსი პეტრიაშვილის გამოწვევა მიიღო

მე გარკვეულწილად მივიღე ალექსი პეტრიაშვილის შემოთავაზება იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თამაშის წესებით გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა და კონკურენცია , - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დატოვებისას განაცხადა.

"მე გარკვეულწილად შემოთავაზება მივიღე ალექსი პეტრიაშვილის იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თამაშის წესებით გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა და კონკურენცია. ძალიან კარგია. ჩვენ ორივე ლიბერალურ პარტიას წარმოვადგენთ და რაც მეტი ლიბერალი იქნება პოლიტიკური ბრძოლის ველზე, ეს მხოლოდ უკეთესია. "თავისუფალი დემოკრატები" არ გეგმავენ ოპონირებას ოპონირებსთვის და არც ხელისუფლებაში მყოფი ძალები ვართ იმისთვის, რომ დავტკბეთ ხელისუფლებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"დღეს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია ვიწვევთ ხელისუფლებას პაექრობაში, რომლის ბოლო კეთილია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ფილარმონიაში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ერთადერთი, რასაც "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას არ პირდება არის ის, რომ "პენალტს ნახევარი ძალით არ დაარტყამენ".

"ერთადერთი, რასაც ვერ გპირდებით არის ის, რასაც დოდო აბაშიძე ამბობს "პირველ მერცხალში" – ნახევარი ძალით დავარტყამ პენალტსო. ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით. ასევე გპირდებით, რომ გადამწყვეტ გოლს ჩვენი მთავარი გარე მტრის კარში ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გავიტანთ. საგოლე მომენტის ავტორები ამ დარბაზში სხედან", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.